შეერთებული შტატები უკრაინას საჰაერო თავდაცვას და ენერგეტიკულ დახმარებას გაუწევს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვასა და შეკეთებას. შესაბამისი განცხადება ამერიკის ელჩმა გააკეთა.
„რადგან რუსეთი მიზნად ისახავს სითბოს, წყალსა და ელექტროენერგიას უკრაინაში ყველა ადამიანისათვის, მათ შორის ბავშვებისა და მოხუცებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას რუსეთის ბარბაროსული ესკალაციის წინააღმდეგ.
ასვვე გავუწევთ ენერგეტიკულ დახმარებას უკრაინას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვასა და აღდგენაში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა უკრაინაში.
მანამდე შეერთებულმა შტატებმა, უკრაინაში რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაზიანებული ელექტრო ქსელების შეკეთებისა და აღდგენისთვის 53 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.