მოლდოვაში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით, 3 კილომეტრში რაკეტის ნამსხვრევები იპოვეს.
მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რაკეტის ნაწილი პოლიციამ იპოვა ჩრდილოეთ მოლდოვის სოფელ ბრიჩენის მახლობლად, უკრაინის საზღვართან ახლოს.
მოლდოვის ხელისუფლების ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეციალისტები უკვე მუშაობენ.
რაკეტის წარმომავლობა ჯერ კიდევ დაუზუსტებელია.
„მოლდოვის პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახურები 5 დეკემბერს უკრაინაზე რუსეთის მასობრივი სარაკეტო დარტყმის დროს მზადყოფნაში იყვნენ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, მოლდოვა ზარალდება, რადგან ის უკრაინის ელექტროქსელთან არის ინტეგრირებული. 15 და 23 ნოემბრის მსგავსად, მოლდოვის ენერგოკომპანიამ დღესაც განაცხადა, რომ ქვეყანას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.