ევროკავშირის 24-მა ქვეყანამ, უკრაინელი სამხედროების მომზადების ახალ მისიაში მონაწილეობის შესახებ წინადადებები წარადგინა.
ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის ბლოგშია ნათქვამი.
„ტრენინგი, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. ევროკავშირის 24 წევრმა ქვეყანამ სასწავლო მოდულებისთვის 100-ზე მეტი წინადადება წამოაყენა, რომელთა შესაბამისობაც ახლა უკრაინის საჭიროებებთან დაკავშირებით განიხილება“, - წერს ბორელი.
5 დეკემბრის მდგომარეობით, მიმდინარეობს 15 მოდული 1 125 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით, ხოლო ცხრა მოდული 377 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით უკვე დასრულებულია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედროები უკვე გადიან წვრთნას ჩეხეთის რესპუბლიკაში, ლიბავას პოლიგონზე. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ახალი სასწავლო მისიამ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისთვის (EUMAM Ukraine) სრულ ოპერატიულ მზადყოფნას მიაღწია.