ФСБ უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

რუსეთის ФСБ-ის გამომძიებლები მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლოს სთხოვენ, რომ  უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ემინე ჯაფაროვას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდოს.

რუსული მედიის ცნობით, უკრაინელი პოლიტიკოსები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში დაადანაშაულეს და საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანეს. 

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაცემის ან დეპორტაციის მომენტიდან გამომძიებლები, რაიონულ სასამართლოს ბრალდებულის დაკავებას სთხოვენ.

ვერეშჩუკისა და ჯაფაროვასთვის წაყენებული მუხლი, 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საძიებო ბაზაში მითითებულია, რომ ვერეშჩუკი სისხლის სამართლის მუხლით იძებნება, მაგრამ არ არის მითითებული რომელი მუხლით. ამავე დროს, ჯაფაროვა ჯერ არ არის ასახული მონაცემთა ბაზაში.