პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა 6 დეკემბერს ტყვეთა გაცვლის ფარგლებში 60 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა.
მათ შორის იყვნენ ჯარისკაცები, რომლებიც საპორტო ქალაქ მარიუპოლში იბრძოდნენ. რამდენიმე ჯარისკაცი კი, დონეცკის ოლქში, ოლენივკაში დააკავეს, სადაც 29 ივლისს, აფეთქებისას 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა.
6 დეკემბერს, უკრაინამ ასევე დაიბრუნა 49 ჯარისკაცის ცხედარი.
წინა ტყვეთა გაცვლის დროს, პირველ დეკემბერს, უკრაინამ 50 სამხედრო ტყვე დაიბრუნა.
მარტის შუა რიცხვებიდან ნოემბრამდე, 1130-ზე მეტი სამხედრო ტყვე გათავისუფლდა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ ამ დროისთვის 827 დაღუპული სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა.
ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, სექტემბრის ბოლოსთვის რუსეთის ტყვეობაში 2500 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა.