ლვოვის მერი ანდრეი სადოვი და პირველი სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდნენ.
შეხვედრას სადოვის მეუღლეც ესწრებოდა. ამის შესახებ ანდრეი სადოვიმ თავის Telegram-ში განაცხადა.
„გაკვირვებული ვიყავი, როდესაც მივიღე ეს შემოთავაზება. ეკატერინასთან, ოლეგ სამჩუკთან და სერგეი კირალთან ერთად, ჩვენ ყურადღებით მოვემზადეთ შეხვედრისთვის. რამდენიმე წუთი გვქონდა, რომ გვეთქვა ყველაფერი, რაც საჭიროა, ყველაფერი რაც მნიშვნელოვანია", - წერს სადოვი.
სადოვმა გამოაქვეყნა ხის ჯვრის ფოტო. „სიკეთისა და სიმართლის გამარჯვების სიმბოლო, რომელიც რუსული რაკეტის ფრაგმენტითაა „დაჭრილი“, - ამბობს ლვოვის მერი.
მისივე თქმით, ეს ჯვარი არის „დაჭრილი, მაგრამ გაუტეხელი, როგორც ყველა უკრაინელი. ეს ფრაგმენტი ამოიღეს ცამეტი წლის გოგონას ნასტიას სხეულიდან. რომის პაპმა იცის ამის შესახებ. ვფიქრობ, ყველამ ძალიან ნათლად გაიგო სიმბოლიკა", - აცხადებს სადოვი.
კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ჯვარი აკურთხა, ახლა კი მსოფლიოს ეკლესიებში გაემგზავრება, რათა ყველა მორწმუნე წაახალისოს, ილოცონ უკრაინისთვის.