დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვეში რუსეთის თავდასხმებს რვა მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.
მისივე ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ბაზრის, ავტოსადგურისა და დასახლებების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.