თბილისში, თავისუფრლბის მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წევრები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.
ადგილზე მათ უკრაინის ომში დაღუპული 33 ქართველი გმირის ფოტო მიიტანეს, წარწერი წინ არსებულ მოაჯირზე დაამაგრეს და მათი ხსოვნის საპატივსაცემოდ სანთლები დაანთეს.
ფოტოებს „აფხაზეთის ამბები“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს ბახმუტისთვის ბრძოლებში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.