ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდის $2 მილიარდი ევროთი გაზრდას მოითხოვენ - Reuters-ი

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდის $2 მილიარდი ევროთი გაზრდას მოითხოვენ. ამის შესახებ ორმა დიპლომატიურმა წყარომ Reuters-ს განუცხადა.

შესაბამის გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ.

მთლიანობაში, ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკრაინას ჯერჯერობით სულ მცირე 8 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდეს.