უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ჯამბულატ ხოფერია ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ხოფერიას პატივი ახლობლებმა, ნათესავებმა, სამხედროებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიაგეს.
ჯამბულატ ხოფერია უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში გაემგზავრა.
ხოფერია სამშობლოში 8 დეკემბერს გამთენიისას გადმოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ლასარეს ტერმინალში მეომრის ჩამოსვენების დღეს სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წევრები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.
ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია უკრაინაში დაღუპული 27-ე ქართველი მებრძოლია.