უკრაინის მთავრობამ რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვის აქტივები, სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელობას გადასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის ქონება, სანქციების შესახებ განახლებული კანონის შესაბამისად კონფისკაციას დაექვემდებარა და სახელმწიფო ქონების ფონდის მმართელობას გადაეცემა. კერძოდ, უკრაინის ბიუჯეტის შევსებასთან და კომპენსაციასთან დაკავშირებული ამოცანების განხორციელების შესაძლებლობით, რუსული აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალისთვის“, - განაცხადა უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა - ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უზენაესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პუტინის ოლიგარქის ქონების კონფისკაცია, კერძოდ, 17 უძრავი ქონების ობიექტი და კორპორატიული უფლებები 5 ბიზნეს-სუბიექტის საწესდებო კაპიტალში მოახდინა.
42,09% შპს ელექტროზავოდ-ვიტში (ზაპოროჟიე);
59,2% შპს ITM-Ukraine-ში (კიევი);
59.2% შპს Smart Digital Solutions-ში (კიევი);
42,09% შპს სამეცნიერო და საინჟინრო ცენტრი "ZTZ-სერვისი" (ზაპოროჟიე);
34,21% სს „უკრაინის კვლევითი დიზაინისა და ტრანსფორმატორული ინჟინერიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან“ (ზაპოროჟიე).
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის (IWG) მუშაობის დაწყებიდან, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებებით, სანქციები თითქმის 4 500 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა.