გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცახდებით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინიდან ჯარს გაიყვანს..
გერმანული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან შაბათს პოტსდამში თავის საარჩევნო ოლქში მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ყოველთვის, როცა მე ვესაუბრები პუტინს, ის ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ რაღაცის დაპყრობას აპირებს[…] მას უბრალოდ სურს, ძალით დაიპყროს უკრაინის ტერიტორიის ნაწილი[…] ეს ასეა რუსეთის დიდი დანაკარგების მიუხედავად. ზუსტად არ ვიცით რამდენი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, მაგრამ ეს შეიძლება იყოს 100 000“, – განაცხადა შოლცმა.
მისი თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა მანამდეც სასტიკ მიდგომებს იყენებდა, მაგალითად, სირიასა და ჩეჩნეთში, სადაც მან „მთელი ქვეყანა გაანადგურა“.