„არავის ვკითხავთ რამეს, როდესაც საქმე ჩვენს ინტერესებს ეხება... არ ვაპირებთ, ვინმეს ვკითხოთ, როგორ გავანადგუროთ მტერი“, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დანილოვმა ასევე უპასუხა ყველას, ვინც უკრაინას სიტუაციის ესკალაციას არ ურჩევს.
„ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ არავის ვკითხავთ რამეს, როდესაც საქმე ჩვენს ინტერესებს ეხება... ჩვენ არ ვაპირებთ, ვინმეს ვკითხოთ, როგორ გავანადგუროთ მტერი. ეს ესკალაცია დაიწყო არამხოლოდ 24 თებერვლის შემდეგ, არამედ წლების განმავლობაში. ჩვენ არ შეგვიძლია, არ ვუპასუხოთ აგრესორს, რომელიც მუდმივად იჭრება ჩვენს ტერიტორიაზე“, - განაცხადა დანილოვმა.
მისივე თქმით, საუკეთესო მეთოდი „კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად" რუსეთის სრული და უპირობო სამხედრო დამარცხებაა.