უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ჯილდოები გადასცა ჯარისკაცებს, რომლებიც ამჟამად ბახმუტს იცავენ.
„ჯარისკაცებს მიენიჭათ „საპატიო სამკერდე ნიშანი“ „სამაგალითო სამსახურისთვის"; სამსახურის წევრებმა, რომლებმაც სისხლი გაიღეს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლებში, ასევე მიიღეს მედლები“, - აღნიშნულია უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის განცხადებას ეყრდნობა.
მან ჯარისკაცებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების დღე მიულოცა.
სამსახურის ზოგიერთ წევრს მიენიჭა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი მეთაურის „ფოლადის ჯვარი“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების დღე ყოველწლიურად, 12 დეკემბერს აღინიშნება.
- ISW: რუსეთის არმიამ ბახმუტის ალყაში მოქცევა ვერ შეძლო
- ვოლოდიმირ ზელენსკი: ოკუპანტებმა ფაქტობრივად გაანადგურეს ბახმუტი
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, რუსეთის არმიამ ბახმუტის მიმდებარედ 40 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი გამოიყვანა. მისივე შეფასებით, ოკუპანტებს მთელი დონბასის ხელში ჩაგდება სურთ, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოსახლეობა „გამარჯვებაში დაარწმუნოს“. ბახმუტს უკრაინელები აკონტროლებენ.
შეგახსენებთ, ბახმუტთან ბრძოლაში დაიღუპა 5 ქართველი.