ევროკავშირი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის €2 მილიარდის გამოყოფაზე შეთანხმდა

ევროკავშირი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის დამატებით, 2 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდა.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ბრიუსელში შეხვედრისას „ევროპის მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტისთვის“ (European Peace Facility) თანხის გამოყოფას ხელი მოაწერეს.

დღევანდელი გადაწყვეტილება უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვექნება დაფინანსება, რათა გავაგრძელოთ კონკრეტული სამხედრო მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების შეიარაღებული ძალებისთვის”, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.