ევროკავშირი მუშაობს, რათა უკრაინაში, მოლდოვასა და ევროპის სხვა ქვეყნებში საექსპორტო ელექტროენერგიის მოცულობა გაზარდოს.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, პარიზში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „სოლიდარობა უკრაინელ ხალხს“ განაცხადა.
„ევროკავშირი მუშაობს უკრაინაში, მოლდოვაში და დანარჩენ ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის ოდენობის გაზრდაზე.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსული იერიშებისა და დაბომბვების მიუხედავად, უკრაინის ელექტრო ქსელი ფუნქციონირდეს“, - განაცხადა ფონ დერ ლეიენმა.
მისი თქმით, ბოლო დროს დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის და ხერსონის რეგიონებში 30 საავადმყოფოსთვის 40 დიდი გენერატორი მიწოდეს, ხოლო მანამდე უკრაინას 800 გენერატორი გადასცეს.