დღეს დილით, უკრაინის სამ რეგიონში - კიევში, ჟიტომირსა და ვინიცაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ აფეთქებები ისმოდა კიევის გარეუბანში და თავად ქალაქში.
მოგვიანებით კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვა მუშაობს.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ დედაქალაქის შევჩენკოს რაიონში აფეთქებები ისმოდა და ოკუპანტებმა კიევზე იერიში დრონებით მიიტანეს.