ერდოღანი აზერბაიჯანელ და თურქმენ კოლეგებს: თურქმენული ბუნებრივი აირის დასავლეთის ბაზრებზე ტრანსპორტირების მიზნით უნდა ვიმუშაოთ

თურქეთს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის აზერბაიჯანელ და თურქმენ კოლეგებს განუცხადა, რომ მუნდა „დაიწყონ მუშაობა თურქმენული ბუნებრივი აირის დასავლურ ბაზრებზე გასატანად.

ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქმენეთის ლიდერი სერდარ ბერდიმუჰამედოვი  დასავლეთ თურქმენეთის ქალაქ ავაზაში შეხვდნენ. მხარეებმა სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების ნაბიჯები, განსაკუთრებით ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებები განიხილეს.

„ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩვენს თურქმენ და აზერბაიჯანელ ძმებთან. გარდა ამისა, ჩვენ ვანიჭებთ მნიშვნელობას ჩვენს რეგიონში ჩვენს ქვეყნებს შორის ელექტროენერგიით ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას. ამ კონტექსტში ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ელექტროენერგიის გადაცემაზე თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქმენეთის სრული წევრობა თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში, გააძლიერებს ჯგუფს. 2021 წლიდან თურქმენეთს ჯგუფში დამკვირვებლის სტატუსი აქვს.