რომის პაპი ფრანცისკე, დღეს გამოვიდა მოწოდებით, რომ წლევანდელი ქრისტესშობა „მოკრძალებულად“ აღინიშნოს და საჩუქრების ხარჯების შეზღუდვის შედეგად დაზოგილი თანხები „უკრაინის ტანჯულ ხალხს“ გაეგზავნოს.
თავისი ყოველკვირეული მიღების დროს, ფრანცისკემ უკრაინელებთან მიმართებით, ხალხს სადღესასწაულო პერიოდში ქველმოქმედების „კონკრეტული ქმედებებისკენ“ მოუწოდა.
„სასიამოვნოა შობის აღნიშვნა და წვეულებების გამართვა, მაგრამ მოდით, ცოტათი შევამციროთ საშობაო ხარჯების დონე. მოდით, უფრო მოკრძალებულად შევხვდეთ შობას, მოკრძალებული საჩუქრებით და დანაზოგი გავუგზავნოთ უკრაინელ ხალხს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება", - თქვა ფრანციხკემ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რომის პაპი ფრანცისკემ ატირდა, როცა რომში ტრადიციული ლოცვის დროს უკრაინელების ტანჯვა ახსენა.