უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის, გენერალ ოლექსი გრომოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკის ოლქის დიბროვას დასახლებასთან, თითქმის ნახევარი კილომეტრით დაწინაურდნენ.
ამის შესახებ გრომოვმა გენერალური შტაბის ბრიფინგზე 15 დეკემბერს განაცხადა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული შეტევითი მოქმედებები ლუგანსკის რეგიონში, მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეზობელ დონეცკის რეგიონში რუსული ძალების გააქტიურების ფონზე, სადაც მტრის არმია, უკრაინის თავდაცვის გარღვევას ორი რეგიონის საზღვარზე ცდილობს.
გენერალური შტაბის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო მონაცემებით, თვითგამოცხადებული LPR-ის ტერიტორიაზე მდებარე საავადმყოფოებში იმყოფება რუსული არმიისა და პრორუსული ფორმირებების 3600-ზე მეტი მებრძოლი.
მათგან 500 - ძირითადად ვაგნერის PMC დაქირავებული მებრძოლია.