Europetime-თან ინტერვიუში, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვი შეაჯამებს 2022 წლის აქტუალურ ასპექტებს NATO-საქართველოს ურთიერთობებში.
შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გაძლიერება და სხვა აქტუალური საკითხები, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ, ალექსანდრ ვინიკოვთან ვიდეოინტერვიუს ფოკუსშია, რომელსაც Europetime სრულად მალე შემოგთავაზებთ.
„მადრიდის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილებები იმ პარტნიორების მედეგობის გასაძლიერებლად, რომლებსაც ჩვენ ყველაზე მეტად მივიჩნევთ, რომ რუსეთის შემდგომი საფრთხეებისა და ჩარევის რისკის ქვეშ არიან, უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და სასტიკი შეჭრის კონტექსტში.
საქართველო ერთ-ერთი ასეთი პარტნიორია. მოკავშირეთა ლიდერებმა გადაწყვიტეს, გააძლიერონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსთვის და ეს გადაწყვეტილებები უკვე განხორციელების პროცესშია.
გარდა ამისა, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბუქარესტში ბოლო შეხვედრაზე (29-30 ნოემბერი) კვლავ დააფიქსირეს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება ხაზს უსვამს ალიანსის მტკიცე ვალდებულებას ღია კარის პოლიტიკისადმი და კიდევ ერთხელ ადასტურებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოკავშირეებმა მიიღეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე. განცხადება ასევე ადასტურებს ერთგულებას ყველა შემდგომი გადაწყვეტილებისადმი საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით.
საქართველოს მისწრაფებები ასევე აისახა ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში (NATO-ს მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ვაშინგტონის ხელშეკრულების შემდეგ), რომელიც მადრიდის სამიტზე იყო მიღებული“, - განუცხადა ვინიკოვმა Europetime-ს.