უკრაინის გენშტაბის დაზუსტებილი ინფორმაციით, 14 დეკემბერს, ზაპოროჟიეს ოლქის ტოკმაკის დასახლების რაიონში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს სხვადასხვა ტიპის მტრის ათამდე ერთეული სამხედრო ტექნიკა. გარდა ამისა, დაშავდა 180-მდე დამპყრობელი.
ხერსონის ოლქის ქალაქ ლაზურნოეში კი რუსეთის ფედერაციის 30-მდე სამხედრო განადგურდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.
„გარდა ამისა, დაფიქსირდა რუსეთის ძალების მობილური კრემატორიუმების მუშაობის ფაქტი ქალაქ ტოკმაკში“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.