უკრაინამ აშშ-დან, ენერგოსისტემის აღსადგენად აღჭურვილობის პირველი ტვირთი მიიღო - ელჩი

ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღასადგენად, აშშ-დან უკრაინაში ტექნიკის პირველი ტვირთი ჩავიდა.

ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა Twitter-ზე დაწერა.

„ამ დილით კიევსა და ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის გაზრდილი თავდასხმების ფონზე, მადლობელი ვართ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის. ენერგეტიკისთვის სასწრაფო დახმარების ტექნიკის პირველი ამერიკული ტვირთი უკვე ჩამოვიდა - უკრაინა გაიმარჯვებს", - ნათქვამია წერილში.