ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ, უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების ახალი მე-9 პაკეტი დაამტკიცა.

ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სანქციების მეცხრე პაკეტი მოიცავს:

იზღუდება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 168 რუსული კომპანიის საქმიანობა;

იკრძალება რუსეთში ავიაციის ძრავების, მათ შორის თვითმფრინავების ექსპორტი;

სანქციეიბის ახალი პაკეტი ითვალისწინებს NTV / NTV-Mir, Rossiya-1, REN TV და Channel პირველი არხებიდან მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმებას;

სანქციები უწესდება ენერგეტიკისა და სამთო სექტორებს;

განხორციელდება ორი რუსული ბანკის სახსრების გაყინვა; რეგიონების განვითარების სრულიად რუსული ბანკის ტრანზაქციების დაბლოკვა;

2022 წლის 16 დეკემბრიდან რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნებისმიერი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან სახელმწიფო კონტროლირებადი კომპანიის, ორგანიზაციის ან ორგანოს მენეჯმენტში ევროკავშირის მოქალაქეებს საქმიანობა ეკრძალებათ;

ასევე ევროკავშირში აკრძალული იქნება რუსეთისთვის რეკლამის სფეროში სერვისების მიწოდება, ასევე ბაზრის კვლევა და მისი დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ჩატარება.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა დაამტკიცა გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის აქტივების გაყინვის შესახებ. ეს სანქციები ვრცელდება იმ პირებსა და კომპანიებზე, რომლებიც მონაწილეობენ სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების, მათ შორის ხორბლისა და სასუქებით ვაჭრობაში.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებები ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ.