ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილის და საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია „Wondernet Express Investment Group”-ის გადაწყვეტილებით, უკრაინაში სოლიდური რაოდენობის გენერატორები და მედიკამენტები გაიგზავნა.
უკრაინელი ხალხისთვის განკუთვნილი გზავნილი, დღეს ერთად გააცილეს თავად კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა და კომპანიის სხვა წარმომადგენლებმა.
აღსანიშნავია,რომ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, კომპანიის და მისი დამფუძნებლების მხრიდან, ამ წლის მანძილზე არაერთი ჰუმანიტარული სახის დახმარება განხორციელდა.
ამა წლის მარტის თვეში საერთაშორისო ლოგისტიკურმა კომპანიამ Wondernet Express Investmen group-მა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად კომპანიის სახელით ერთი მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტები, პირველადი მოხმარების სასურსათო და საყოფაცხოვრებო ნივთები გაააგზავნა უკრაინაში, ასევე კომპანიის და მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის დიმიტრი აბდუშელიშვილის გადაწყვეტილებით და ფინანსური მხარდაჭერით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნების ქალაქებში გაიგზავნა ორი თვითმფრინავი, ომს გამოქცეული ოჯახების, ბავშვების და ქალების საქართველოში გადმოსაყვანად.