ევროკავშირი მზადაა, ტაჯიკეთიდან პროდუქციის ექსპორტისთვის უბაჟო რეჟიმის შემოღების საკითხი განიხილოს.
ამის შესახებ ინფორმაციას, ტაჯიკეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრესსამსახური, დუშანბეში დეპარტამენტის უფროსს ზავკა ზავქიზოდასა და ევროკავშირის სავაჭრო კომისიის გენერალური დირექტორის მრჩეველს ევა სინოვეცს შორის შეხვედრის შემდეგ ავრცელებს.
„ევა სინოვეცმა გამოთქვა მზადყოფნა განიხილოს ტაჯიკეთის რესპუბლიკის მიერ წარმოებული საქონლისა და პროდუქციის საბაჟო გადასახადებისგან ცალმხრივი გათავისუფლების საკითხი ტაჯიკეთის მხარის მოთხოვნის საპასუხოდ, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების, მხარდაჭერის მიზნით, რადგან შიდა მწარმოებლები შედიან ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე“, - აცხადებენ სამინისტროში.
ტაჯიკური მხარის ინფორმაციით, 2022 წლის 10 თვის განმავლობაში ორმხრივი ვაჭრობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,1%-ით გაიზარდა. ტაჯიკეთი ევროკავშირის ბაზარს ძირითადად ალუმინითა და ტექსტილით ამარაგებს.
ევროკავშირის მონაცემებით, რესპუბლიკა ევროკავშირის ყველაზე პატარა სავაჭრო პარტნიორია ცენტრალურ აზიაში.
პანდემიამდე, 2019 წელს ევროკავშირმა ტაჯიკეთში, 169 მილიონი ევროს პროდუქცია გაიტანა, იმპორტმა - 44 მილიონი ევრო შეადგინა.