რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს გლობალურს უწოდებს და ამბობს, რომ უახლოეს მომავალში მის დასასრულს ვერ ხედავს. ამის შესახებ პონტიფმა ესპანურ გაზეთ ABC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„მე ვერ ვხედავ დასასრულს უახლოეს პერიოდში, რადგან ეს არის გლობალური ომი. ეს არ დაგვავიწყდეს“, - განაცხადა რომის პაპმა.
რომის პაპმა ფრანცისკემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვატიკანი მზად არის საომარი მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, შუამავლის როლი იტვირთოს.