უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა საქართველოს ექსპრეზიდენტ და უკრაინაში რეფორმების საბჭოს ყოფილ ლიდერ მიხელ სააკაშვილზე, რომელიც ახლა კლინიკა ვივამედში იმყოფება, ოქტომბერში დაკავებისა და განვითარებული მოვლენების შემდეგ.
„მინდა მივმართო კეთილსინდისიერ ადამიანებს საქართველოში. ალბათ, ყველამ ნახეთ, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა.
ამიტომ მივმართავ ქართველ ერს და საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინეთ გულმოწყალება, განსაკუთრებით, შობის წინა დღეს. ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა. ეს საქართველოს არ შეშვენის. ეს უნდა შეჩერდეს.
გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მის სიცოცხლეს დაიცავს. გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ან ამერიკაში. დროა, გადაიდგას ეს კარგი ნაბიჯი“, - ამბობს ზელენსკი ტრადიციული მიმართვის ბოლოს.