ევროსტატი: ევროკავშირმა ოთხი თვის განმავლობაში გაზის მოხმარება 20%-ით შეამცირა

ევროკავშირის სტატისტიკის სააგენტო ევროსტატის ცნობით, ევროკავშირმა ოთხი თვის განმავლობაში გაზის მოხმარება 20%-ით შეამცირა.

ექვსმა წევრმა სახელმწიფომ შეამცირა ბუნებრივი გაზის მოხმარება, მაგრამ ჯერ 15%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს ვერ მიაღწიეს.

მალტასა (+7.1%) და სლოვაკეთში (+2.6%) ბუნებრივი აირის მოხმარება გაიზარდა.

2022 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ევროკავშირში ბუნებრივი აირის მოხმარება 20.1%-ით შემცირდა 2017-დან 2021 წლამდე იგივე თვეებში (აგვისტო-ნოემბერი) ბუნებრივი აირის საშუალო მოხმარებასთან შედარებით.

ევროსტატის მონაცემებით, ამა წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირებამ 18 წევრ სახელმწიფოში 15%-ის მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა, ხოლო ზოგიერთში 40%-ს გადააჭარბა. ყველაზე მეტად გაზის მოხმარება შემცირდა ფინეთში (-52.7%), ლატვიასა (-43.2%) და ლიეტუვაში (-41.6%).