საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა.
მთავრობის მეთაურმა ელჩებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა, წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა. საზეიმო მიღებაზე ასევე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.