ევროკავშირი-უკრაინის სამიტი 3 თებერვალს გაიმართება

ევროკავშირი-უკრაინის სამიტი 3 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„შემიძლია, დავადასტურო, რომ ევროკავშირი-უკრაინის სამიტი 2023 წლის 3 თებერვალს გაიმართება და ასევე პრეზიდენტი ზელენსკი დაპატიჟებულია ბრიუსელში“, – განაცხადა ევროკავშირის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, სამიტის ჩატარების ადგილი ჯერ განსაზღვრული არ არის.