ჩეხეთში ავტომაგისტრალზე ერთმანეთს 40 ავტომანქანა შეეჯახა

ჩეხეთში, 23 დეკემბერს ნაშუადღევს, ნისლის გამო, 40 მსუბუქი ავტომობილი, (მათ შორის ორი სატვირთო), ერთმანეთს შეეჯახა. 

გზატკეცილი გადაკეტილია, მაშველებმა ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ ორმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ავარიები 177-ე კილომეტრზე, ბრნოს მიმართულებაზე მოხდა.