რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში დრამატული თეატრის შენობას ანგრევენ, რომელიც მარტში რუსეთის ძალების იერიშის შედეგად დაზიანდა და უკრაინის ომის სისასტიკის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.
მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ საოკუპაციო ხელისუფლება ანგრევს თეატრის უკანა და ცენტრალურ ნაწილს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 16 მარტს მარიუპოლში დრამატული თეატრის შენობა, სადაც ბავშვებთან ერთად მშვიდობიანი მოქალაქეები იმალებოდნენ, ააფეთქეს.
Amnesty International-მა გამოიძია ტრაგედია და დაასკვნა, რომ რუსი სამხედროები, როგორც ჩანს, მიზანმიმართულად უმიზნებდნენ თეატრს და, დიდი ალბათობით, ჩამოაგდეს ორი 500 კილოგრამიანი ბომბი სამხედრო თვითმფრინავიდან, რომელიც ერთდროულად აფეთქდა.
უკრაინის ცნობით, თეატრში თავდასხმის დროს რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თეატრი შიგნიდან უკრაინელმა სამხედროებმა დაბომბეს.