შეერთებული შტატების ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა, ხერსონზე რუსული ჯარების მორიგი სასტიკი თავდასხმა დაგმო, რომლის დროსაც სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
„დღეს რუსეთის მორიგი სასტიკი თავდასხმა განხორციელდა ახლახან გათავისუფლებულ ხერსონზე. ქალაქის მცხოვრებნი უკვე ძალიან დაზარალდნენ, როდესაც რუსმა ჯარებმა უკან დაიხიეს, ქალაქში ელექტროენერგია და წყალმომარაგება გაითიშა. წინასწარი მონაცემებით, ბევრია დაღუპული და დაჭრილი.
ეს მართლაც საშინელებაა, განსაკუთრებით შობის წინა ღამეს“, - წერს ბრინკი Twitter-ზე.
შეგახსენებთ,რომ 24 დეკემბერს რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ხერსონის ცენტრი, რის შედეგადაც სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა.