რომის პაპმა ფრანცისკემ ტრადიციულ საშობაო გზავნილში, უკრაინელ ხალხს მშვიდობა უსურვა. რომის პაპმა ყველას მოუწოდა, გაიხსენონ ბავშვები, რომლებიც დღეს მშივრები არიან, მაშინ როცა ამდენი რესურსები იარაღზე იხარჯება.
„მოდით, საკვები მხოლოდ მშვიდობის ინსტრუმენტად ვაქციოთ“, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.
ის უკრაინაში მიმდინარე „უაზრო ომის“ დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.
„თუკი გვინდა, ეს იყოს შობა, იესოს და მშვიდობის დაბადება, მოდით, გავიხედოთ ბეთლემში და წარმოვიდგინოთ იმ ბავშვის სახე, რომელიც ჩვენთვის იშვა და დაე, ამ პატარა და უცოდველ სახეში დავინახოთ ყველა იმ ბავშვის სახე, რომლებსაც, ყველგან მსოფლიოში, მშვიდობა სურთ“, - განაცხადა რომის პაპმა.