უკრაინამ ყაზახეთისგან სამედიცინო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი 41 მძლავრი გენერატორი მიიღო

უკრაინამ ყაზახეთის რესპუბლიკიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი 41 მძლავრი გენერატორი მიიღო.

შესაბამისი განცხადება უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ Facebook-ზე გაავრცელა.

„ჩვენ მივიღეთ შესანიშნავი საშობაო საჩუქარი ყაზახეთის ხალხისგან: 41 მძლავრი გენერატორი ჩვენი ჯანმრთელობის დაწესებულებებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.