რუსეთი ყოველდღიურად ახორციელებს 10-ზე მეტ კიბერშეტევას უკრაინაზე, ხოლო წლის დასაწყისიდან SBU-მ გაანეიტრალა 4,5 ათასზე მეტი კიბერშეტევა.
ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა ილია ვიტიუკმა განაცხადა.
„ჩვენ ვაკვირდებით რისკებსა და საფრთხეებს რეალურ დროში 24/7. ჩვენ სახელებით ვიცნობთ რუსული სპეცსამსახურების ჰაკერების უმეტესობას, რომლებიც თავდასხმებს ახორციელებენ. უკრაინის გამარჯვების შემდეგ, მათ დაელოდებათ საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის სხდომების ცალკეული ბლოკი და სამართლიანი სასჯელი“, - განაცახდა ილია ვიტიუკმა.
ვიტიუკის თქმით, რუსი ჰაკერების მხრიდან უკრაინასთან მმართებით 2020 წელს თითქმის 800 კიბერშეტევა დაფიქსირდა, 2021 წელს - 1400, 2022 წელს კიბერშეტევების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა.