მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ბრაზილიელი პელეს მდგომარეობა გაუარესდა, - ამის შესახებ ბრიტანელი ბიზნესმენი და სპორტული მენეჯერი ფრენკ ხალიდი თავის Twitter-ზე წერს.
„პელე საავადმყოფოს საწოლიდან ემშვიდობება ოჯახს და მეგობრებს. ფეხბურთის ლეგენდა ნელ-ნელა ნებდება კიბოსთან ბრძოლაში, ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება", - წერს ხალიდი.
პელე სან პაულოში, ალბერტ აინშტაინის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, 82 წლის ბრაზილიელ ლეგენდასთან ოჯახის წევრები იმყოფებიან.