აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებებს, რომ კრემლზე „თავის მომკვეთი დარტყმა“ უნდა განხორციელდეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პუტინის ფიზიკურად განადგურების მუქარად აფასებს.
ის არ აკონკრეტებს რას ეფუძნება მიის განცხადება. აცხადებს, რომ თუ ვინმეს მსგავსი იდეები მართლაც აქვს, შედეგებზე კარგად უნდა დაფიქრდეს.
ლავროვის თქმით, „ყველაზე შორს ვაშინგტონში წავიდნენ“.
„ანონიმური ოფიციალური პირები პენტაგონიდან ფაქტობრივად, დაიმუქრნენ კრემლზე თავის მომკვეთი დარტყმით. არსებითად, საუბარია რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ფიზიკურად მოშორების საფრთხეზე“, - განაცხადა ლავროვმა კრემლის მიერ კონტროლირებად „ტასთან“ ინტერვიუში.