ბახმუტიდან მოსახლეობის 90% ევაკუირებულია - მერი

დონეცკის რეგიონის ბახმუტის თემის მცხოვრებთა თითქმის 90%-მა, ანუ 70 000-ზე მეტმა ადამიანმა, ტერიტორია დატოვა, ხოლო 8700 ადამიანი დაბომბვის ქვეშ ცხოვრებას აგრძელებს.

ამის შესახებ ბახმუტის მერმა ოლექსი რევამ განაცხადა.

„უსაფრთხოების რთული ვითარების მიუხედავად, ბახმუტიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. ბახმუტის თემის მცხოვრებთა თითქმის 90%, რომელიც 70 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს, უკვე გადავიდა უსაფრთხო რეგიონებში ან დროებით დატოვა უკრაინის ტერიტორია“, - წერს მერი.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ხალხს ევაკუაციისკენ.