Bloomberg-ის გათვლებით, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ, უმდიდრესმა რუსებმა $93 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს.
სააგენტოს ცნობით, 24 თებერვალს რუსმა ბიზნესმენებმა $46,6 მილიარდი დაკარგეს.
დასავლური სანქციების დაწესებიდან რამდენიმე თვეში მათმა დანაკარგმა კიდევ $47 მილიარდი შეადგინა.
უკრაინული Forbes-ის მონაცემებით, უკრაინის უმდიდრესი ბიზნესმენების ერთობლივი ქონება თებერვლის შემდეგ $20 მილიარდზე მეტით შემცირდა, - $40 მილიარდიდან $22,5 მილიარდამდე.
Bloomberg-ის შეფასებით, 2022 წელს მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება $1,4 ტრილიონითაა შემცირებული.