დანილოვის თქმით, თუ საჭირო იქნება, უკრაინის არმია რუსეთის ტერიტორიაზე გადავა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი, უკრაინის არმიის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას არ გამორიცხავს.

Kyiv Post-თან ინტერვიუში, შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა უკრაინის არმია ქვეყნის დასაცავად რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდეს, დანილოვმა უპასუხა, რომ ეს შესაძლებელია. 

„თუ ჩვენი ქვეყნის დასაცავად უნდა ვიყოთ იქ, სადაც საჭიროდ ჩავთვლით, ჩვენ იქ ვიქნებით და არავის შევეკითხებით“, - განაცხადა დანილოვმა.

დანილოვი სისულელეს უწოდებს საუბრებს იმის შესახებ, რომ ვიღაცის გაღიზიანება საჭირო არ არის.

დანილოვი ამბობს, რომ კრემლი არ კარგავს კიევის აღების იმედს. ამისთვის რუსეთმა უნდა დაარწმუნოს ბელორუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომს შეუერთდეს.

„ეს უკანასკნელი მაინც არ დათანხმდა, რადგან ესმოდა ასეთი გადაწყვეტილების შედეგები“,- აღნიშნა დანილოვმა.