ისინი საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდეენ, ტრაბახობენ თავიანთი მართლმადიდებლობით, მაგრამ ეშმაკის მხარეს არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 დეკემბერს რუსეთის სარაკეტო დარტყმებზე საპასუხოდ ჩაწერილ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„რუსეთის სარაკეტო თავდასხმა - ეს წლის შედეგი არ არის, როგორც არ უნდა უნდოდეთ ტერორისტებს, ეს თავად რუსეთის ბედის შედეგია. ტერორისტი სახელმწიფო არ მიიღებს პატიებას, ხოლო ისინი, ვინც ასეთი იერიშების ბრძანებებს გასცემენ, ვინც ახორციელებს - შეწყალებას არ მიიღებენ, რბილად რომ ვთქვათ. წინასაახალწლო დღეს სარაკეტო დარტყმების რამდენიმე ტალღა, ხალხის წინააღმდეგ რაკეტები - ეს არაადამიანებმა გააკეთეს.
არაადამიანები წააგებენ! ტერორისტები ამას ვეღარ შეცვლიან!
აღდგომაზე აკეთებდნენ ასეთ დარტყმებს, შობაზე, ახალ წელს. ისინი საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ, ტრაბახობენ თავიანთი მართლმადიდებლობით, მაგრამ ეშმაკის მხარეს არიან”, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე რუსულ ენაზე რუსებს მიმართა და აღნიშნა, რომ რუსეთს ტერორს მსოფლიოში არავინ არ აპატიებს.
„მთელი ეს ომი, რომელსაც თქვენ აწარმოებთ, თქვენ - რუსეთი, ის ნატო-ს წინააღმდეგ არ არის, როგორც თქვენი პროპაგანდისტები იტყუებიან, ის რაღაც ისტორიულისთვის არ არის, ის იმისთვის არის, რომ ერთი ადამიანი ცხოვრების ბოლომდე ხელისუფლებაში დარჩეს.
ხოლო რა დარჩება თქვენგან, რუსეთის მოქალაქეებო - მას არ ადარდებს… უკრაინა არასდროს აპატიებს და თქვენ თავადაც არ აპატიებთ მას ამ ყველაფერს - რასაც გაანადგურებს და ყველას, ვისაც მოკლავს”, - განაცხადა ზელენსკიმ.