ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში რომის პაპ ბენედიქტ XVI-სთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია დაიწყო.
პონტიფიკოსის ცხედარი ბაზილიკის ცენტრში კუბოს გარეშეა გამოფენილი, ის წითელ ლიტურგიკულ სამოსშია გამოწყობილი და ხელში როზარია (ლოცვის როსარიონი) უჭირავს.
დამშვიდობების ცერემონია სულ სამი დღე გაგრძელდება.
დღეს, 2 იანვარს, ცერემონიას იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯ მელონი დაესწრო.
დაკრძალვას სავარაუდოდ 60 000-მდე ადამიანი დაესწრება.
ბენედიქტ XVI 31 დეკემბერს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო პირველი მოქმედი პაპი, რომელიც ჯანმრთელობის მიზეზების გამო გადადგა და ბოლო ათი წელი მონასტერში ცხოვრობდა.