ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტეს განცხადებით, რუსეთის შეჭრასა და ფინეთში ზამთრის ომს შორის მსგავსებაა, რადგან რუსეთმა და საბჭოთა კავშირმაც შეცდომა დაუშვეს და სჯეროდათ, რომ ისინი სწრაფად დააჩოქებდნენ უკრაინას და ფინეთს. მისივე თქმით, რუსეთის მეორე არასწორი გათვლა ის იყო, რომ ფიქრობდნენ, ევროპისა და დასავლეთის სიმპათიები უკრაინის მიმართ შესუსტდებოდა.
ფინეთის პრეიზიდენტის თქმით, ავტორიტარული ქვეყნის ლიდერებმა, სტალინმა და პუტინმა, არსებითი ფაქტორი არ გაითვალისწინეს.
„თავისუფალ ქვეყანაში ადამიანებს ნება და რწმენა აქვთ და ხალხი, რომელიც ერთად მოქმედებს, დიდი ძალაა", - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.