გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბახმუტთან რუსი სამხედროებისა და „ვაგნერის“ ჯგუფის წევრების მიერ თავდასხმების რაოდენობამ პიკს მიაღწია დეკემბრის შუა რიცხვებში. თუმცა სამინისტრომ აქვე განაცხადა, რომ ეს ოპერაციები „ცუდად იყო ორგანიზებული“.
3 იანვარს გამოქვეყნებულ ყოველდღიურ განახლებაში, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება აღნიშნავს, რომ უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში უკრაინამ „მნიშვნელოვანი გაძლიერება“ ბახმუტის მიმართულება, მაშინ, როცა რუსეთის ჯარის წინსვლის მცდელობების სიხშირე სავარაუდოდ, შემცირდა.
„ორივე მხარემ განიცადა დიდი მსხვერპლი“, ნათქვამია ინფორმაციაში.
„რუსეთის შეტევითი ოპერაციები რეგიონში ახლა, სავარაუდოდ, მხოლოდ ოცეულის ან განყოფილების დონეზე ტარდება. საეჭვოა, რომ რუსეთი უახლოეს კვირებში ბახმუტთან ახლოს მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწევს“.
დონეცკის ოლქის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბახმუტის მახლობლად, ბოლო თვეების განმავლობაში ფრონტის მთელ ხაზზე ყველაზე მძიმე საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა.
ადრე, 1 იანვარს, ომის შესწავლის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ რუსული სამხედროების საარტილერიო საბრძოლო მასალის მარაგის ამოწურვა, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს მათ უნარზე,
დონეცკის ოლქის გუბერნატორმა პავლო კირილენკომ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ ქალაქ ბახმუტში ინფრასტრუქტურის 60%-ზე მეტი ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურდა „მუდმივი დაბომბვის“ გამო.