აზერბაიჯანის მიერ ინიცირებული ყველა პროექტის მსგავსად, ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების გაფართოების პროექტიც რეალობად იქცევა. ევროკავშირის 5-მა ქვეყანამ მოამზადა აზერბაიჯანული „ლურჯი“ საწვავის მიწოდების გაზრდის კონკრეტული პროექტი და მის წარდგენას 3 თებერვალს ბაქოში აპირებს.
ამის შესახებ ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა სოფიაში თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის ფატიჰ დონმეზის მიღებისას განაცხადა.
„ეს არის პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს მინიმალური თანხებით და დაუყოვნებლივ დაიწყოს ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის გადატანა აზერბაიჯანიდან ევროპაში. ამ პროექტს ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის და ავსტრიის ინიციატივით შეუერთდნენ", - განაცხადა რადევმა.
ფაქტობრივად, ეს პროექტი არის ურთიერთგაგების მემორანდუმის პრაქტიკული განხორციელება, რომელსაც ხელი მოეწერა 2022 წლის ივლისში ევროკომისიასა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოების შესახებ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში აზერბაიჯანულ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს წლებში ევროპაში გაზის ექსპორტის მინიმუმ ორჯერ გაზრდა იგეგმება.
„ასე რომ, დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის ჩარჩოს გაძლიერებისა და გაფართოებისკენ. აზერბაიჯანი, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით, დროულად და ეფექტურად ასრულებს თავის ვალდებულებებს, რეალურად იქცევა საიმედო მომწოდებლად არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, - წერს აზერბაიჯანული მედია.