რუსეთს რაკეტების მარაგი, კიდევ ორი ​​ან სამი დიდი დარტყმისთვის დარჩა - უკრაინის სამხედრო დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ RBC-Ukraine-თან ინტერვიუში, ოპერაციულ მონაცემებზე დაყრდნობით თქვა, რომ რუსეთს რაკეტების საკმარისი მარაგი, კიდევ ორი ​​ან სამი მასიური დარტყმისთვის აქვს.

„უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, მარაგების შესავსებად, რუსეთს თვეში 30 ერთეული Kh-101 ფრთოსანი რაკეტისა და 15-20 კალიბროვის წარმოება შეუძლია. 

რუსეთი არ ამხელს იარაღის მარაგს და მრეწველობის უნარს მათი წარმოებისთვის“, - ამბობს სკიბიცკი. 

დამოუკიდებელ ექსპერტებს ასევე მიაჩნიათ, რომ რუსეთის იარაღის მარაგი, [განსაკუთრებით მაღალი სიზუსტის იარაღის], მცირდება, მაგრამ სკიბიცკის მიერ მოყვანილი კონკრეტული ციფრების გადამოწმება შეუძლებელია.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსული არმია შეეცდება აანაზღაუროს მაღალი სიზუსტის რაკეტების ნაკლებობა X-22, S-300 ტიპის რაკეტებისა და კამიკაძე თვითმფრინავების კომბინაციით.

რაც შეეხება დრონებს, სკიბიცკის თქმით, რუსეთმა ირანისთვის შეკვეთილი 1 750 დრონიდან დაახლოებით 660 უკვე გამოიყენა.