რომის პაპ ბენედიქტ XVI-ს ხვალ დაკრძალავენ

ვატიკანში, რომის ემერიტუსი პაპის ბენედიქტ XVI-ის დაკრძალვა ხვალ გაიმართება. სულის მოსახსენიებელ მესას პაპი ფრანცისკე აღავლენს.

შეგახსენებთ, ბენედიქტ XVI შაბათს, 31 დეკემბერს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბენედიქტ XVI კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 2005 წლიდან იყო. 2013 წელს ის პირველი რომის პაპი გახდა ბოლო 600 წლის განმავლობაში, რომელიც პეტრეს საყდრიდან გადადგა.