4 იანვარს უკრაინის სახელმწიფო ქსელის ოპერატორმა Ukrenergo-მ განაცხადა, რომ ქვეყანაში ცივი ამინდისა და ზამთრის არდადეგების შემდეგ ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა.
უკრენერგოს ცნობით, ენერგეტიკული სისტემის ბალანსის შესანარჩუნებლად, უკრაინის ყველა ოლქში შეზღუდვები მოქმედებს.
Ukrenergo-მ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის მხრიდან თავდასხმა მოხდა, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.
„უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე რუსეთის მიერ 11 სარაკეტო და 14 თვითმფრინავის თავდასხმა განხორციელდა. ელექტროგადამცემი ქსელების დაზიანება რთული და მასშტაბურია. მათი აღდგენა კვლავ მნიშვნელოვან რესურსებსა და დროს მოითხოვს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
რუსეთის ჯარებმა ოქტომბრის დასაწყისიდან არაერთხელ შეუტიეს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც დაიღუპა ათობით ადამიანი, შეტევებმა გამოიწვიეს ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის შეწყვეტა. მოსკოვმა აღიარა, რომ უკრაინის ენერგეტიკული სისტემა მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ჟენევის კონვენციის თანახმად, სასიცოცხლო მნიშვნელობის საჯარო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს.